13:26 - 21 May, 2026
|
2016-03-14 12:31:12, 1130 ნახვა
მსოფლიო
ავღანეთში აფეთქების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" 12 წევრი დაიღუპა
ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ტერორისტული დაჯგუფების "ისლამური სახელმწიფოს" წევრებმა საკუთარი ასაფეთქებელი ნივთიერებით თავი აიფეთქეს, - ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" ავრცელებს. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნანგარნახის პროვინციაში ექსტრემისტებს ასაფეთქებელი ნივთიერებები გადაჰქონდათ, რის დროსაც სპონტანური აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა 12 ტერორისტი, ხოლო 21 დაშავდა. ცნობისთვის, სამკვირიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად მინიმუმ 300 ბოევიკი დაიღუპა. სამხედრო ძალების ცნობით, ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში დაახლოებით 1 ათასიდან 3 ათასამდე "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იმყოფება და ცდილობს ნანგარნახის პროვინციაში სამხედრო ბაზის ჩამოყალიბებას აპირებენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)