|
2025-04-03 09:27:36, 640 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-ის ტარიფებზე ქვეყნების საპასუხო ქმედებები ესკალაციას გამოიწვევს
აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა ქვეყნებს მოუწოდა, დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებულ ახალ სანქციებს არ უპასუხონ. „ჩემი რჩევა ყველა ქვეყანისთვის იქნება : ნუ გადაიხდით სამაგიეროს. ნუ იმოქმედებთ, გაიაზრეთ, ვნახოთ როგორ წავა, რადგან თუ საპასუხო ზომებს მიიღებთ, ესკალაცია იქნება", - განუცხადა ბესენტმა Fox News-ს. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ, საბაზისო 10%-იან ტარიფი გამოაცხადა. ტრამპის გადაწყვეტილებით, 34%-იანი ტარიფი დაუწესდება ჩინეთს, ევროკავშირს - 20%-იანი, ვიეტნამს - 46%-იანი, ტაივანს - 32%-იანი, იაპონიას - 24%-იანი, ინდოეთს - 26%-იანი, სამხრეთ კორეას - 25%-იანი, ტაილანდს - 36%-იანი, შვეიცარიას - 31%-იანი, ინდონეზიას - 32%-იანი, მალაიზიას - 24%-იანი, დიდ ბრიტანეთს - 10%-იანი, ისრაელს - 17%-იანი, სამხრეთ აფრიკას - 30%-იანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)