|
2025-04-03 09:21:08, 492 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე 10%-იანი, ხოლო ევროკავშირიდან 20%-იანი ტარიფი გამოაცხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტარიფები გამოაცხადა. თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც "განთავისუფლების დღე" უწოდა, აღნიშნა, რომ იწყებს "ოქროს ხანას" ამერიკისთვის, რომ დროა აშშ "აყვავდეს". ტრამპმა დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე 10%-იანი ტარიფი და ევროკავშირზე 20%-იანი ტარიფი გამოაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მინიმუმ 10%-იანი საბაზისო ტარიფი მსოფლიოს ყველა ქვეყანას დაუწესდება. ასევე, ტრამპის თქმით, შუაღამიდან 25%-იან ტარიფს აამოქმედებს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე. მისი თქმით, როდესაც საქმე ვაჭრობას ეხება, ხანდახან „მეგობარი მტერზე უარესია“. ის ამბობს, რომ სამხრეთ კორეაში წარმოებული მანქანების 80%-ზე მეტი იყიდება სამხრეთ კორეაში, ხოლო იაპონიაში გაყიდული მანქანების 90%-ზე მეტი დამზადებულია იაპონიაში და რომ აშშ-ს წარმოების მანქანები მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს ამ ქვეყნებში. „ამიტომ, შუაღამისას, ჩვენ დავაწესებთ 25%-იან ტარიფს უცხოური წარმოების ყველა ავტომობილზე“, - აღნიშნა ტრამპმა. დასავლური მედია წერს, რომ აშშ-ს ახალი პოლიტიკა წარმოადგენს გლობალურ სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკაში დრამატულ ცვლილებას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)