|
2025-04-02 21:55:27, 799 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპს ილონ მასკის დათხოვნა სურს
დონალდ ტრამპი შიდა წრეს ეუბნება, რომ ილონ მასკი მალე დატოვებს გუნდს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ტრამპის გარემოცვაში სამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, ტრამპი კმაყოფილია მასკითა და მისი “მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის” ინიციატივით, მაგრამ ბოლო დღეებში ორივენი შეთანხმდნენ, რომ დროა მასკი თავის ბიზნესს დაუბრუნდეს და დამხმარე როლი აიღოს. მათი ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ეს თავის შიდა წრეს, მათ შორის თავისი კაბინეტის, გაუზიარა და მასკი თავის ამჟამინდელ როლს მომდევნო კვირებში ჩამოშორდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ბევრი წევრი და გარე მოკავშირე ფრუსტრირებული გახდა ილონ მასკის არაპროგნოზირებადობითა და მას სულ უფრო მეტად პოლიტიკურ „ნაკლად“ განიხილავდნენ. წყაროების ცნობით, ტრანზიცია, დიდი ალბათობით, დაემთხვევა მასკის, როგორც “მთავრობის სპეციალური თანამშრომლის” ვადის ამოწურვას, რომელიც დროებით ათავისუფლებს მას გარკვეული ეთიკური და ინტერესთა კონფლიქტების წესებისგან. აღნიშნული 130-დღიანი ვადის ამოწურვა მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში არის მოსალოდნელი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)