|
2025-04-02 20:53:10, 781 ნახვა
პოლიტიკა
გიგი გიგიაძე - საქართველო უკვე აღარ განიხილება დასავლეთის რეალურ პარტნიორად
საქართველო უკვე აღარ განიხილება, როგორც დასავლეთის რეალური პარტნიორი , - ამის შესახებ „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა, გიგი გიგიაძემ განაცხადა მას შემდეგ, რაც GIPA TALKS-ის ფარგლებში, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ფორმირებასა და საქართველოზე მისი გავლენის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დისკუსია გაიმართა. მისი თქმით, იმისთვის, რომ რეალობა შეიცვალოს, აუცილებელია, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. გიგიაძე აცხადებს, რომ არსებულ ფონზე დრო, სამწუხაროდ, „ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ყოველი დღე უჯდება ძალიან ძვირი“. “საქართველოში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს იმას, რომ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება" მაქსიმალურად აშორებს ჩვენს ქვეყანას დასავლეთს, ევროკავშირს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და იმისათვის, რომ ეს რეალობა შეიცვალოს, აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნები, აუცილებელია ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და აუცილებელია ახალი ხელისუფლების პირობებში ჩვენი ქვეყნის დაბრუნება ევროკავშირთან ურთიერთობებში ჩვეულ რეჟიმში. დრო, სამწუხაროდ, ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს, საქართველოს ყოველი დღე უჯდება ძალიან ძვირი, იმიტომ, რომ ჩვენი ყოფილი პარტნიორები - უკრაინა და მოლდოვა უკვე მოლაპარაკებების რეჟიმში იმყოფებიან ევროკავშირთან და ისინი სულ სხვა რეალობაში არიან, ჩვენგან განსხვავებით. ეს თუ შენარჩუნდება კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველომ, შესაძლოა, ვეღარ მოახერხოს დიდი ხნის მანძილზე ამ ჯგუფში დაბრუნება, ამიტომ, ახლა საუბარი იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, ეს არის ძალიან მძიმე პოლიტიკური კრიზისის პირობებში ყოფნა", - აღნიშნა გიგი გიგიაძემ.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)