|
2025-04-02 18:58:37, 758 ნახვა
მსოფლიო
პუტინმა სი ძინპინი 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვია. პუტინმა მოსკოვში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ითან გამართულ შეხვედრაზე თქვა, რომ სი ძინფინგის რუსეთში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ჩამოსვლას ელოდება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ისინი ერთად აღნიშნავენ გამარჯვებას როგორც "ნაცისტურ გერმანიაზე", ისე "მილიტარისტულ იაპონიაზე", და ასევე გამოთქვა იმედი, რომ შეძლებს სი ძინპინთან ამ ზეიმების კულუარებში სამიტის გამართვას. "ვუგზავნი მოკითხვას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს, ჩვენს დიდ მეგობარს. ველით მას რუსეთში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავად. ერთად აღვნიშნავთ ამ იუბილეს, ფაშისტურ გერმანიაზე და მილიტარისტულ იაპონიაზე გამარჯვებას" - თქვა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)