|
2025-04-02 15:30:48, 685 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
მოლდოვაში დემოკრატიის დესტაბილიზაციის მცდელობების გამო დიდმა ბრიტანეთმა რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე, დევიდ ლემიზე დაყრდნობით ავრცელებს. დიდმა ბრიტანეთმა მოლდოვაში გასულ წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და რეფერენდუმში ჩარევის გამო რუსეთში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ევრაზიას“, მის დამფუძნებელ ნელი პარუტენკოსა და მმართველი საბჭოს წევრს, ნატალია პარასკას სანქციები დაუწესა, რაც მათთვის აქტივების გაყინვასა და მოგზაურობის აკრძალვას ითვალისწინებს. დევიდ ლემიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების დემოკრატიაში უხეში ჩარევის მცდელობებს არ შეეგუება. „როდესაც ბინძური ფული თავისუფლად ტრიალებს, ის ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას, ეკონომიკის დესტაბილიზაციას ახდენს და მავნე აქტორებს უფლებას აძლევს, რომ კანონის უზენაესობა შეარყიონ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)