|
2025-04-02 14:48:35, 566 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ ტრამპის გეგმები პუტინს არ უკავშირდება
საუდის არაბეთში ვიზიტის შესახებ დონალდ ტრამპის გეგმები ვლადიმერ პუტინს არ უკავშირდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე განაცხადა. დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ უახლოეს მომავალში საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა. „ეს ამერიკული სახელმწიფოს გეგმებია და პუტინთან არანაირად არ არის დაკავშირებული. პუტინს მსგავსი გეგმები ჯერჯერობით არ აქვს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზად არის და „ამას ის მოწმობს, რომ რუსეთი ამერიკულ მხარესთან შეთანხმებით ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმების დროებით მორატორიუმს შეუერთდა“. პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს აგრძელებს. „კიევის რეჟიმი დროებით მორატორიუმს არ ემორჩილება და ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ყოველდღიურად აგრძელებს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)