|
2025-04-01 16:13:51, 680 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთი უკრაინის აწმყოს ანადგურებს და მომავალს ართმევს
აურაცხელი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა. „ფოტოებიდან, სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდან და გაშიფრული რადიო სიგნალებიდან ამ ყველაფრის უარყოფა შეუძლებელია. ზუსტად ვიცით, ვინ არიან დამნაშავეები. იმ ტექნოლოგიით, რომელიც დღეს ჩვენ ხელთ გვაქვს, ომის დანაშაულებისთვის დაუსჯელად დარჩენა შეუძლებელია, თუ ჩვენ გამოძიებისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, რადგან ამ ომში შესაძლო ჩადენილი დანაშაულები უბრალოდ დაუჯერებელია“, - განაცხადა კაია კალასმა. მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების „იძულებითი დეპორტაცია ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშაულია“. „რუსეთი უკრაინის აწმყოს ანადგურებს და ქვეყანას მომავალს ართმევს“, - აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)