|
2025-04-01 15:09:45, 614 ნახვა
პოლიტიკა
პაატა მანჯგალაძე - „ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა!
„ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა! - ნუ დაველოდებით სხვას, როცა მოქმედება შეგვიძლია - თავისუფლება არავის მოაქვს, ის ჩვენ უნდა მოვიპოვოთ, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის მიერ დაწყებული რეპრესიები, მხოლოდ მათ შიშზე მიუთითებს. „ქოცების“ ბოლო ნაბიჯები ძალის დემონსტრირება კი არა, ვა-ბანკზე წასული სასოწარკვეთილებაა! „ღალატის კომისია“ – მტრის გამართლებისა და საზოგადოების დაშინების უიმედო მცდელობა! მეტი რეპრესიები – შიშის ნიშანია და არა ძალის! ოპოზიციაზე, მედიაზე და აქტივისტებზე შეტევა – სიმართლის ჩახშობის ამაო მცდელობაა! პუტინის პროპაგანდის გახმოვანება – ღია აღიარებაა, რომ ისინი ქვეყნის მტრის სამსახურში არიან! რეპრესიები იზრდება, რადგან სასურველ შედეგს ვერ იღებენ – ჩვენი წინააღმდეგობა მათ მანევრის სივრცეს უზღუდავს! ეს ნიშნავს, რომ პროტესტი ვერ გატეხეს! მხოლოდ სხვების კრიტიკა არაფერს მოგვცემს! ნუ დაველოდებით სხვას, როცა მოქმედება შეგვიძლია - თავისუფლება არავის მოაქვს, ის ჩვენ უნდა მოვიპოვოთ. თვითკმაყოფილებასა და ნიჰილიზმს შორის არსებობს სწორი გზა – მეტი გამარჯვების რწმენა, მეტი მოქმედება, მეტი გაბედულება, მეტი ერთიანობა!” - განაცხადა პაატა მანჯგალაძე.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)