16:11 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-04-01 14:57:27, 630 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჩერგოლეიშვილი - „ნაცმოძრაობამ“ გუშინ რაც ჩაიდინა, სამარცხვინოა, მაგრამ ესეც არ არის ახალი

ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, რადგან 13 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, ახალი სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაში არის ის, რომ ცდილობს მოჯადოებული წრის გარღვევას და შეთანხმებების მიღწევას.

„არსებობს ასეთი ძალიან კარგი ლეგენდა კიბო, ქარიყლაპია და გედის შესახებ, რომლის სიბრძნე, მორალი იმაშია, რომ შენ ტვირთი შეგიძლია წინ წაიღო მხოლოდ მაშინ, თუ ერთი მიმართულებით მიგაქვს. აქამდე პოლიტიკური სპექტრი დადიოდა მოჯადოებულ წრეზე და ცდილობდა შეთანხმების მიღწევას იქ, სადაც ვერ თანხმდება და არა „ქართულ ოცნებასთან“, არამედ პირველ რიგში საკუთარ თავთან მარცხდებოდა. შეიძლება, ეს ვიღაცას ნაკლებად ამბიციურად მოეჩვენოს, რადგან მიჩვეულები არიან ამ პოლიტიკური სპექტრისგან ტყუილ, გაბუქებულ დაპირებებს, მაგრამ ეს არის ერთადერთი ოპტიმალური სწორი გზა, რომელიც შესაძლებელია. ოღონდ ეს გზა არ უზღუდავს არავის თუ რაღაც ჯადოსნური გეგმები აქვთ და სხვა გზები, ამ გზებით იარონ. უბრალოდ ჩვენი კოორდინაციის ნაწილი ეს ვერ იქნება და თავისთვის იყვნენ. ის, რაც გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, არის სამარცხვინო, მაგრამ ესეც არ არის ახალი, რადგან 13 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ თავს ესხმის ყველანაირ პროცესს, სადაც ცენტრში არ არის მიშა სააკაშვილი. შესაბამისად, იმის გამო, რომ აქ ცენტრში არის პროტესტი, ხალხი და ხალხის ინტერესი, აქედან გამომდინარე, სააკაშვილი ცდილობს, რომ ამ პროცესის დისკრედიტაცია მოახდინოს. სალომე ზურაბიშვილმა გამოაცხადა ის, რაზეც ვიყავით შეთანხმებულები. არაადეკვატური მოლოდინები გააჩინა „ნაციონალური მოძრაობის“ უსაქციელობამ და მათი პოლიტიკოსების არასწორმა განცხადებებმა, ამიტომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ ვერაფერს უსაყვედურებდი“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics