|
2025-04-01 13:05:43, 641 ნახვა
მსოფლიო
ანალენა ბერბოკი - უკრაინა მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის, სწორედ პუტინს არ სურს მშვიდობა
პუტინს სურდა სამ დღეში დაეპყრო კიევი და უკრაინა. რუსეთის სასტიკი აგრესიის სამ წელზე მეტი ხნის შემდეგ, სრულიად ნათელია: პუტინის გეგმა ჩაიშალა, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც კიევში ჩასვლის შემდეგ გავრცელდა. მისი თქმით, „რუსეთმა აიძულა არა მხოლოდ უკრაინა, არამედ რუსეთიც სასტიკ ომში ჩართულიყვნენ. ომში, რომელსაც ვერ მოიგებს“. ბერბოკმა ხაზი გაუსვა, რომ არავის სწყურია მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინას. „მშვიდობა არავის სწყურია იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელ ხალხს. უკრაინა მზად არის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის. სწორედ პუტინია ის, რომელსაც არ სურს მშვიდობა, თამაშობს დროზე და აგრძელებს აგრესიულ ომს, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება პუტინსა და მის მხარდამჭერებს დაგვაბრმავონ, რადგან მშვიდობის შეთავაზება არ არის მშვიდობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)