|
2025-04-01 11:34:16, 751 ნახვა
მსოფლიო
მიანმარში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა გამო, ხუთდღიანი გლოვა გამოცხადდა
მიანმარში, სადაც დამანგრეველმა მიწისძვრამ ასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, დაღუპულთა ხსოვნას დღეს წუთიერი დუმილით პატივი ადგილობრივი დროით 12:51 საათზე, ზუსტად იმ დროს მიაგეს, როდესაც პარასკევს მიწისძვრა მოხდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. ამასთან, მიანმარის მმართველი სამხედრო ხუნტამ ქვეყანაში ხუთდღიანი გლოვა გამოაცხადა. მიწისძვრის შედეგების აღმოსაფხვრელად და ადამიანების გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. სამაშველო დახმარება მთელი მსოფლიოდან მოიწვიეს, მათ შორის ჯგუფები რუსეთიდან, ჩინეთიდან და შეერთებული შტატებიდან. შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, მიანმარში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, დაკარგულად ითვლება ათასობით ადამიანი. ამასთან, ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში, სადაც მიწისძვრის ბიძგებმა მიაღწია, ჩამონგრეული მშენებარე ცათამბჯენის ნანგრევების ქვეშ ათობით მუშა რჩება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)