|
2025-04-01 09:12:34, 776 ნახვა
მსოფლიო
ჩინეთის საგარეო - პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს
რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ურყევი და ძლიერია, პეკინი მხარს უჭერს მოსკოვს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩინეთ-რუსეთის ყოვლისმომცველმა პარტნიორობამ და სტრატეგიული ურთიერთობამ საერთაშორისო ტურბულენტობის გამოცდას გაუძლო. ის ტაიშანის მთასავით ურღვევი და მტკიცეა. ჩვენ სრულად გვესმის და მხარს ვუჭერთ რუსეთს, რომელიც იცავს თავის ლეგიტიმურ უფლებებსა და ინტერესებს დიპლომატიური საშუალებებით“, - აღნიშნა ვან იმ. მან რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მისი მიზეზების აღმოფხვრას და თვლის, რომ სამშვიდობო შეთანხმება უნდა იყოს სამართლიანი, სავალდებულო და კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები. „მხარს ვუჭერთ კრიზისის მიზეზების აღმოფხვრას დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით და საბოლოო ჯამში სამართლიანი, ხანგრძლივი, სავალდებულო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას, რომელიც მისაღები იქნება ყველა მონაწილე მხარისთვის, რაც შესაძლებელს გახდის ევრაზიაში და მთელ მსოფლიოში ჭეშმარიტად ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევას“, - აღნიშნა ვან იმ. ცნობისთვის, ვან ი გუშინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიწვევით, ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)