|
2025-04-01 09:11:40, 710 ნახვა
მსოფლიო
თეთრი სახლი - დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის კომენტარებით
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა უკრაინისა და რუსეთის ლიდერების, ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინის განცხადებებით, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, თუ რამდენად დარწმუნებულია ტრამპი, რომ შეძლებს სამშვიდობო შეთანხმების დადებას. „პრეზიდენტი წარმოუდგენლად ბევრს მუშაობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად და მან გამოხატა უკმაყოფილება იმ კომენტარებით, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარის ლიდერებმა გააკეთეს. მან გამოთქვა აზრი იმის შესახებ, თუ რა უნდა მოხდეს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა. მისი თქმით, დონალდ ტრამპი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)