|
2025-04-01 09:08:02, 557 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნას ეწინააღმდეგება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის იდეას უკრაინაში, გაერო-ს და რამდენიმე ქვეყნის ეგიდით, დროებითი მმართველობის შემოღების შესახებ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ტემი ბრიუსის თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მუშაობს რუსეთთან და უკრაინასთან და მზადაა გააგრძელოს მუშაობა, რათა ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მიიყვანოს. „დიახ, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთმა წამოაყენა წინადადება უკრაინაში დროებითი ადმინისტრაციის შექმნის შესახებ, მაგრამ პრეზიდენტმა ტრამპმა ეს არ მოიწონა. უკრაინა არის კონსტიტუციური დემოკრატია და მისი მმართველობა განისაზღვრება კონსტიტუციით და უკრაინელი ხალხით“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)