|
2025-03-31 21:41:05, 999 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმი მხოლოდ მათი წარუმატებლობის ნიშანია
მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება, მხოლოდ მათი პოლიტიკის წარუმატებლობის ნიშანია - ამდენი ფული, უამრავი ბერკეტი და უზომო ძალა ერთ ხელშია, მაგრამ შედეგი არა! - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ წყობიდან საზოგადოების სოლიდარობას, ერთობას, ინდივიდუალურ ღირსებასა და გამძლეობას გამოჰყავს. „მთავარი მიღწევა, თუ არა ჯერ კიდევ გამარჯვება, ის არის, რომ მათ ვერ შეძლეს ქუჩაში მდგომი ქართველი ხალხის გატეხა ვერც ძალადობით, ვერც დაშინებით, ვერც რუსული კანონებით და ვერც რუსული პროპაგანდით. ევროპული მომავლისთვის ბრძოლის პროცესში დაიბადა ჭეშმარიტი სამოქალაქო სოლიდარობა და ეროვნული თანხმობა. მეორე მხრივ მმართველი პარტიის რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გამკაცრება, მხოლოდ მათი პოლიტიკის წარუმატებლობის ნიშანია, პროტესტი ვერ გააჩერეს, ხალხი ვერ გააჩუმეს, ვერ ჩაახშეს, ვერ დააშინეს, ვერ დააქუცმაცეს. ამდენი ფული, უამრავი ბერკეტი და უზომო ძალა ერთ ხელშია, მაგრამ შედეგი არა! ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ პროტესტის ძალა აქციაზე გამოსული ადამიანების რაოდენობით არ იზომება. 4 თვის შემდეგ მხნედ დგომაა ზუსტი საზომი. ერთი ქალის ხმა - „ცეცხლი ოლიგარქიას“ არის ზუსტი საზომი. ერთი დედის შეუპოვარი და დინჯი გამძლეობა ნამდვილი საზომია. გურიაში სტიქიის წინააღმდეგ, ჯარიმების გადახდაში ერთმანეთის დახმარება, სასამართლოსთან ერთად დგომა - ესაა ნამდვილი ერთიანობა და ესაა ძალა, რომელსაც რეჟიმი აღმართული კედელივით ეჯახება. დღეს ჩვენ ერთმანეთის იმედი ვართ - უსამართლობის წინააღმდეგ. სწორედ სოლიდარობასა და ერთობას, როგორც ინდივიდუალურ ღირსებასა და გამძლეობას გამოჰყავს წყობიდან მმართველი პარტია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)