00:51 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-31 20:17:43, 768 ნახვა

პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე - ოკუპანტი ძალა გვიზის პარლამენტში, აქციები დროა, ქმედებაში გადაიზარდოს

პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს. მდუმარე პროტესტმა, რასაც ჩვენ მშვიდობიანად ვაკეთებთ, თავისი საქმე გააკეთა. მგონია, რომ პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ , - ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა უნდა გაიმართოს.

ბურჭულაძის თქმით, ხალხის აქციები დროა “ქმედებაში გადაიზარდოს”.

“მინდა, ყველას მივულოცო დიდებული დღე. როგორც მისალოცია, ასევე, სამწუხაროა დღეა იმით, რომ ჩვენ, 34 წლის შემდეგ კიდევ გვიწევს თავისუფლებისთვის ბრძოლა და დამტკიცება, რომ ჩვენ ვართ თავისუფალი ერი. ოკუპანტი ძალა გვიზის პარლამენტში, ისინი უკიდურეს ზომამდე მივიდნენ, უნდათ, რომ გააუქმონ საქართველოს დამოუკიდებლობა. ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენ მათ ამის საშუალებას არ მივცემთ. მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ! გარე მტერი უფრო ადვილი მოსაგერიებელია, ვიდრე შიდა. ახლა ვიცი ვინ არის შიდა მტერი, რას აკეთებს. ძნელია, მაგრამ აუცილებლად მოვიშორებთ მათ.

პროტესტი უფრო მასშტაბური და უფრო აქტიური უნდა გახდეს. მდუმარე პროტესტმა, რასაც ჩვენ მშვიდობიანად ვაკეთებთ, თავისი საქმე გააკეთა. მგონია, რომ პროტესტს უკვე პოლიტიკოსები უნდა ჩაუდგნენ. მდუმარე და ხალხის აქციები დროა გადაიზარდოს ქმედებაში. როგორ ქმედებაში არ ვიცი, ეს პოლიტიკოსებმა უნდა გადაწყვიტონ”, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics