|
2025-03-31 20:09:28, 788 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - გვინდა დაცული ვიყოთ ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და არა იზოლაციაში
ჩვენი სამომავლო გზაა, ქვეყნის შიგნით და გარეთ წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება - წნეხის გაზრდა თვითმარქვია რეჟიმზე, რათა “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ ქვეყნის იზოლაციისა და მარტო დატოვების შესაძლებლობა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს რესპუბლიკის მოედანზე განუცხადა, სადაც რეფერენდუმის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობა უნდა გაიმართოს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია დღეს პარლამენტთან ბევრი ადამიანი შეიკრიბოს. მისივე თქმით, პარლამენტთან შეკრებილებს მხოლოდ მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართავს სიტყვით. “ნომერ პირველი ამოცანაა, ვიყოთ ბევრი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რადგან ჩვენ გვინდა ვიყოთ დაცული ევროკავშირის ქოლგის ქვეშ და არა იზოლაციაში, დაუცველი, როგორც ამას “ქართული ოცნება” უმიზნებს. ეს არჩევანია: ვიქნებით დაცული ევროკავშირთან ერთად თუ იზოლაციაში - დაუცველი, უკიდურეს გაჭირვებაში, მიტოვებული სახელმწიფო. ვინც ევროკავშირს და დაცულობას ვირჩევთ, ისინი ვიკრიბებით დღეს. დღეს, მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს საზოგადოებას, სხვა არავინ. რაც შეეხება ჩვენ სამომავლო გზას, ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს წინააღმდეგობის ხაზის შენარჩუნება არის ამოსავალი ამოცანა. მეორე არის, წნეხის გაზრდა თვითმარქვია რეჟიმზე, რათა “ქართულ ოცნებას” არ მივცეთ ქვეყნის იზოლაციისა და მარტო დატოვების შესაძლებლობა”, - განაცხადა ვაშაძემ
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)