|
2025-03-31 16:58:56, 692 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი მოუწოდებს რუსეთს, დაეთანხმოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას
ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებენ რუსეთს, დაეთანხმოს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა რუსეთს კეთილი ნების გამოჩენისკენ მოუწოდა და აშშ-ს სთხოვა, ზეწოლა მოახდინოს კრემლზე კონფლიქტის დასასრულებლად. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა მხარს უჭერს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინისთვის დახმარების დასაფინანსებლად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს თქმით, რუსეთმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს აშშ-ს, სურს თუ არა მშვიდობის მიღწევა. რაც შეეხება უკრაინაში სამშვიდობო ძალების განლაგების საკითხს, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ კიევის გადასაწყვეტია, როდის და საერთოდ უნდა თუ არა უცხოური ჯარები თავის ტერიტორიაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)