|
2025-03-31 14:48:58, 946 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის ახალი ფუნქციონალი განმეორებითი შეთავაზებების შექმნის შესაძლებლობას იძლევა
საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინსტიტუტი, ინოვაციური პროდუქტების შექმნასა და მის განვითარებაზე მუშაობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის შეთავაზებების პლატფორმა - Ads მენეჯერს ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს განმეორებითი, ყოველკვირეული ან ყოველთვიური შეთავაზებები შექმნან და გაზარდონ მომხმარებლის ლოიალურობა. აღნიშნული ფუნქციონალის გამოყენებისთვის ბიზნესებმა უნდა მონიშნონ, როგორი შეთავაზების გაკეთება სურთ. მაგალითისთვის, თუ სურთ შეთავაზების ფარგლებში, ყოველ ოთხშაბათს, მომხმარებლებმა გადახდილი თანხის 20%-ი დაიბრუნონ, ამას შეთავაზების სახით შექმნიან. ეს ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, პროცესი უფრო ავტომატიზებული გახადონ, რადგან არ მოუწევთ რამდენიმე შეთავაზების შექმნა. ასევე, მათ შეუძლიათ აარჩიონ ის დღე როცა განსაკუთრებით სჭირდებათ კონკრეტულ სეგმენტში გაყიდვების ზრდა. ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველკვირეული შეთავაზებების გარდა, ბიზნესებს შეუძლიათ შექმნან ყოველთვიური შეთავაზებაც (მაგალითად, თვის ყოველ 15 რიცხვში). ეს ყოველივე ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, მომხმარებლებს სხვადასხვა აქცია სისტემატურად შესთავაზონ და ამით კიდევ უფრო გაზარდონ ლოიალურობა. აღსანიშნავია, რომ Ads მენეჯერის ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საქართველოს ბანკის 1 500 000-ზე მეტ ციფრულ მომხმარებელს საკუთარი პროდუქტი თუ სერვისი სრულიად უფასოდ გააცნოს და ამით გაყიდვები გაზარდოს. შეთავაზების შექმნისთვის ეწვიეთ manager.bog.ge-ს თუ ხართ დირექტორი, ხოლო თუ მარკეტერი ხართ - სთხოვეთ დირექტორს გაგიწეროთ შესაბამისი როლი. თუ დირექტორი ხართ, manager.bog.ge-ში შესვლას იმ სახელითა და პაროლით შეძლებთ, რომლითაც ბიზნეს მობილბანკში/ინტერნეტბანკში და ფიზიკური პირის მობილბანკში სარგებლობთ. შეთავაზების შექმნის ინსტრუქცია ნახეთ აქ. უფრო ვრცლად, Ads მენეჯერის გამოყენებაზე ბიზნესკურსის გასავლელად ეწვიეთ ბმულს
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)