|
2025-03-31 11:42:47, 730 ნახვა
მსოფლიო
სომხეთმა ОДКБ-ს დაფინანსებაზე უარი განაცხადა
ერევანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამდივნოს აცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, რომ თავს იკავებს ორგანიზაციის დაფინანსების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერისგან, - ინფორმაციას მედია საშუალებები სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ. „სომხურმა მხარემ ოფიციალურად შეატყობინა ОДКБ -ს სამდივნოს, რომ თავს იკავებს „ОДКБ 2024 წლის ბიუჯეტის შესახებ“ გადაწყვეტილების ხელმოწერისგან და, შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობის დაფინანსებაში მონაწილეობისგან“, - აცხადებენ სომხეთის საგარეო უწყებაში. უწყების განმარტებით, ОДКБ -ს შიდა პროცედურების შესაბამისად, ინფორმაცია წლიური ბიუჯეტის შესახებ საჯარო გავრცელებას არ ექვემდებარება. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე პანკინმა განაცხადა, რომ თუ სომხეთი 2025 წლის ბოლომდე არ გადაიხდის მოსაკრებელს, ОДКБ-ს წევრმა ქვეყნებმა, შესაძლოა, სიტუაციის განვითარების სხვადასხვა სცენარი განიხილონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)