|
2025-03-31 11:36:38, 671 ნახვა
პოლიტიკა
მედიის კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მედიის კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. თორნიკე ჭეიშვილის თქმით, მეორე მოსმენის შემდეგ კანონპროექტში მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები შევიდა. "მესამე მოსმენისთვის მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტმა განიცადა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები. ერთადერთი შედარებით საყურადღებო საკითხი შეეხება კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით ჩამოყალიბებულ 59-ე პრიმა მუხლს, სადაც ხდება მე-5 პუნქტის დამატება, რადგან მეორე მოსმენისას გაჟღერდა, რომ მაუწყებლის ონლაინ არხებზეც გავრცელდეს არსებული სტანდარტები და ონლაინ არხები სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს ონლაინ რესურსები. ეს არის და ეს. სხვა მხრივ პროექტმა მხოლოდ ტექნიკური ცვლილებები განიცადა". - თქვა ჭიეშვილმა. ცნობისთვის, 19 მარტს გამართულ პლენარულ სხდომაზე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებს II მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტის მომხრე ივანიშვილის 83 დეპუტატი იყო, მოწინააღმდეგე კი ერთი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)