|
2025-03-31 11:00:58, 598 ნახვა
მსოფლიო
გრენლანდიის ახალი პრემიერი - შეერთებული შტატები გრენლანდიას არ მიიღებს
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიღებს, ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: შეერთებული შტატები არ მიიღებს მას, - ამის შესახებ გრენლანდიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა. მისი თქმით, გრენლანდიელები თავად გადაწყვეტენ საკუთარ მომავალს. „ჩვენ სხვას არ ვეკუთვნით. ჩვენ თვითონ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს“, - აღნიშნა პრემიერმა. აღსანიშნავია, რომ მრეწველობისა და წიაღისეულის ყოფილმა მინისტრმა, 33 წლის იენს-ფრედერიკ ნილსენმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ფიცი პარასკევს დადო. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შაბათს, NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიღებს „ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით. არსებობს კარგი შესაძლებლობა, რომ ჩვენ ეს სამხედრო ძალის გარეშე მოვახერხოთ, მაგრამ არაფერს ვიღებ მაგიდიდან", - აღნიშნა ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)