|
2025-03-31 10:40:47, 741 ნახვა
მსოფლიო
კირილ დმიტრიევი - რუსეთმა და აშშ-მა იშვიათი ლითონების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს
რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა დედამიწის იშვიათი ლითონების შესახებ პროექტებთან დაკავშირებით დისკუსიები დაიწყეს, - ამის შესახებ რუსეთის „პირდაპირი ინვესტიციების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო -ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „დედამიწის იშვიათი ლითონები თანამშრომლობისთვის მნიშვნელოვანი სფეროა და, რა თქმა უნდა, დავიწყეთ დისკუსია რუსეთში დედამიწის იშვიათი ლითონებისა და პროექტების შესახებ“, - განაცხადა დმიტრიევმა. მისი თქმით, რამდენიმე ამერიკული კომპანია უკვე დაინტერესდა პროექტებით. შეგახსენებთ, 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის, ამერიკულ სამთავრობო უწყებებს და კომპანიებს იშვიათი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებულ პროექტებში თანამშრომლობა შესთავაზოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)