|
2025-03-30 13:48:11, 918 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია - ექიმებო, გპირდებით გავაკეთებ ყველაფერს, რომ იყოთ დაფასებულები
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ექიმებს პროფესიულ დღეს ულოცავს. განცხადებას გახარია „ფეისბუქზე“ ავრცელებს და აცხადებს, რომ ექიმები ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვიან მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. „ექიმებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს! ეს პროფესია ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით გლობალური პანდემიის მართვის პროცესში, სადაც აღმოვაჩინე, რომ თქვენ, თქვენი ძალიან ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, ხშირად დაუფასებლად, მაგრამ როგორ დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვით თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. ექიმობა სამოქალაქო გმირობაა, განსაკუთრებით იმ პირობებში როგორშიც გიწევთ მუშაობა და მე გპირდებით, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში თქვენს პროფესიაში იყოთ დაფასებულები”, - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)