|
2025-03-30 10:39:24, 823 ნახვა
მსოფლიო
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი 1 600-მდე გაიზარდა
მიანმარის სამხედრო ხელისუფლების განცხადებით, 28 მარტს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 600-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რიცხვმა 3 400-ს მიაღწია. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის პროგნოზირებული მოდელირების მიხედვით, მსხვერპლთა რაოდენობამ შეიძლება 10 000-ს გადააჭარბოს. "ყველა სამხედრო და სამოქალაქო საავადმყოფომ, ასევე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა, კოორდინირებულად და ეფექტიანად უნდა იმუშაონ, რათა უზრუნველყონ ეფექტური სამედიცინო რეაგირება". - თქვა მიანმარის სამხედრო მთავრობის ლიდერმა, მინ აუნ ჰლაინგმა. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ცათამბჯენის ჩამონგრევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე 78 კვლავ ნანგრევებში რჩება. აშშ-ს გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, მიანმარში მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდას შეადგენდა და მისი სიღრმე 10 კილომეტრი იყო. USGS-ს ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მანდალაიდან დაახლოებით 17.2 კილომეტრში მდებარეობდა, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 1.2 მილიონია. ძლიერი ბიძგი იგრძნობოდა იანგონსა და ბანკოკშიც.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)