|
2025-03-29 21:19:03, 1336 ნახვა
პოლიტიკა
ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმი თეა წულუკიანის კომისიას მხარს უჭერს - ომის გაჩაღებაში დამნაშავეები უნდა დაისაჯონ
ე.წ სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში კომენტარს აკეთებენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის მუშაობაზე, რომელიც, კერძოდ, 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს იკვლევს. „სამხრეთ ოსეთისთვის 2008 წლის აგვისტოს ტრაგედია, რომელსაც მოჰყვა ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, რუსი და ოსი სამშვიდობოების დაღუპვა და ათასობით მოქალაქის ტანჯვა, იყო და რჩება მოუშუშებელ ჭრილობად დაისაჯონ“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში. ცხინვალში მიაჩნიათ, რომ დრო გვიჩვენებს, „როგორ ზუსტად და გამჭვირვალედ მიუდგება დღევანდელი კომისია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს თავის შეფასებას“. „მაგრამ ჰეიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კომისიის მუშაობის შედეგები, რომელმაც დაადგინა, რომ საქართველო აგრესორია, აშკარაა. აშკარაა სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანიც: ააშენონ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იბრძოლონ ურთიერთობების ყოვლისმომცველი განმტკიცებისაკენ, რომელიც არის მისი უსაფრთხოების გარანტი რუსეთთან და სხვა მეგობარ ქვეყნებთან. 2008 წლის აგვისტომ ნათლად აჩვენა, ვინ არის ოსი ხალხის მეგობარი და ვინ არის მტერი, შეგახსენებთ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე მმართველი პარტიის დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე განაცხადა, რომ საჭიროა ოსების მობოდიშება ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ქართულ საზოგადოებაში და ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა თბილისს კიდევ ერთხელ დაადასტუროს თავისი გამოცხადებული განზრახვები და გარდაქმნას ისინი პრაქტიკულ ნაბიჯებად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)