03:08 - 23 May, 2026
|
2025-03-29 14:29:33, 1112 ნახვა
მსოფლიო
სტამბოლში ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ აქციაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა
სტამბოლში ათასობით ადამიანი შეიკრიბა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ დემონსტრაციაზე ქალაქის მერის ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ. ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. „სახალხო რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ სტამბოლის მერის წინააღმდეგ ბრალდებები პოლიტიკურად მოტივირებულია. დაკავებამდე ეკრემ იმამოღლუ განიხილებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მთავრობა მართლმსაჯულებაზე რამე გავლენას უარყოფს. ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. დაკავებულია დემონსტრაციების ასობით მონაწილე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)