|
2025-03-29 10:28:08, 885 ნახვა
მსოფლიო
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს
მიანმარში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1002-ს აღწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ მიანმარის სამხედრო ხუნტაზე დაყრდნობით ავრცელებს. მიანმარის სამხედრო ხუნტას ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 2376-მდე გაიზარდა. „ინფრასტრუქტურა დაზიანდა, მათ შორის, გზები, ხიდები და შენობები, რამაც მსხვერპლი გამოიწვია და მშვიდობიანი მოსახლეობა დაშავდა. ამჟამად დაზარალებულ რაიონებში სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს“, - ნათქვამია ხუნტას განცხადებაში. შეგახსენებთ, პარასკევს, 28 მარტს, მიანმარში 12 წუთის ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის შეფასებით, პირველი მიწისძვრის სიმძლავრე 7.7 მაგნიტუდა იყო, მეორე კი - 6.4. ქვეყნის 6 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მიანმარში მომხდარი მიწისძვრის ბიძგებმა მეზობელ ტაილანდამდე და სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთამდე მიაღწია. მიწისძვრის შედეგად ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში 30-სართულიანი მშენებარე შენობა ჩამოინგრა. ტაილანდის დედაქალაქი სტიქიის ზონად გამოცხადდა. ტაილანდის ხელისუფლების ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად ბანგკოკში, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 101 დაკარგულად ითვლება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)