|
2025-03-28 19:22:14, 1121 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი აქციის მონაწილეებზე - ეს ახალგაზრდები პროპაგანდის იდეის ქვეშ არიან
ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციას გამოეხმაურა. ვოლსკის თქმით, ეს ახალგაზრდები პროპაგანდის იდეის ქვეშ არიან. „ყველა ტელევიზია და ყველა მედია საშუალება კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა [„ნაციონალური მოძრაობის“]. ახლაც ის პროპაგანდა მიდის, რომ ახალგაზრდები დაარწმუნონ, ვითომ ჩვენ, ახლა, აქ რომ ვსხედვართ კომისიაში, გვინდა საქართველო გავამტყუნოთ და რუსეთი გავამართლოთ. ამ იდეით არიან პროპაგანდის ქვეშ. წარმოიდგინეთ, მაშინ, როცა ხელში ჰქონდათ ძალა, ვინმეს რამე გაებედა“,- განაცხადა გია ვოლსკიმ. ვოლსკის ამ განცხადებას, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა რეპლიკით უპასუხა, რომ პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე ახალგაზრდების მხოლოდ გარკვეული ჯგუფი დგას. მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა კომისიის სხდომებს ინტერესით მიადევნებს თვალს. „დავაზუსტებ, აქ საუბარია ახალგაზრდების გარკვეულ ჯგუფზე, რადგან ახალგაზრდობა ჩვენ ქვეყანაში გაცილებით უფრო მრავალრიცხოვანია და უმრავლესობა მათგანი დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესით მიადევნებს თვალს და ყურს ამ სხდომებს. ბევრ რამეს გაიგებს, რაც არ იცოდა. რაც მთავარია, იმ დოკუმენტაციას გაეცნობა ყურადღებით, რომელიც მათ შორის თქვენც მრავლად ჩამოთვალეთ“,- განაცხადა თეა წულუკიანმა ამასთან დაკავშირებით ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მას „ყველაზე არ უსაუბრია“. „მე ვთქვი, ეს ახალგაზრდები, მე არ მითქვამს საერთოდ ახალგაზრდები, ყველაზე არ მისაუბრია“,- აღნიშნა ვოლსკიმ სხდომის მიმდინარეობისას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)