|
2025-03-28 11:57:38, 692 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები კანონგარეშე მოქმედებენ
„ნაციონალური მოძრაობა” და მისი სატელიტები კანონგარეშე მოქმედებენ, ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი იყოს შეტანილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. როგორც არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ საარჩევნო დაპირებას ყოველთვის ასრულებს და ერთ-ერთი დაპირება სწორედ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განაყარი პარტიების აკრძალვა იყო. „ეს პარტიები და ეს ადამიანები კანონგარეშე მოქმედებენ და ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ საკონსტიტუციო სარჩელი იყოს შეტანილი და საკონსტიტუციო სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად უკვე გამოკვეთილია ფაქტობრივი გარემოებები, რაც სარჩელის შეტანის საფუძველს ქმნის. ამავე დროს, დაველოდებით, რომ კომისიამ საქმიანობა დაასრულოს. ერთ-ერთი საფუძველი იქნება პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაც და თუ გამოკვეთილი იქნება მათ მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულები, ეს კიდევ ერთი საფუძველი იქნება იმის, რომ საქართველოს მტრული პარტიების საქმიანობა აკრძალული იყოს. არავის ექნება თვალთმაქცობის შესაძლებლობა, რომ პარტიები დააფუძნოს და „ნაცმოძრაობა 2“ ან სამი, გახდეს ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ, ამ მიმართულებითაც მომზადებულია ცვლილებები კანონმდებლობაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ. კითხვაზე, კონკრეტულად ვინ იგულისხმება „ნაცმოძრაობის“ სატელიტებში, არჩილ გორდულაძე პასუხობს, რომ ამაში ყველა ის პარტია იგულისხმება, რომელიც „ნაცმოძრაობის“ განაყარია. „ამ პარტიებს შორის განსხვავება არ არის, ისინი რეალურად პირდაპირ დაკავშირებული არიან „ნაცმოძრაობასთან“. მათ მოუწევთ, პასუხი აგონ სამართლებრივადაც საკონსტიტუციო სასამართლოში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)