02:45 - 23 May, 2026
|
2025-03-27 17:48:24, 694 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
აშშ-ში ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროზე (FBI) დაყრდნობით ავრცელებს. Fox News-ის ცნობითვე, სამართალდამცავებმა 24 წლის ეჭვმიტანილი ვირჯინიის შტატში დააკავეს. FBI-ის დირექტორის, კაშ პატელის განცხადებით, დაკავებული სალვადორული საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებისა და ტერორისტული ორგანიზაცია MS-13-ის (Mara Salvatrucha) ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა ეჭვმიტანილის ვინაობა არ დაუსახელებია. MS-13-ის ერთ-ერთი ლიდერის დაკავებას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. „ახლახან MS-13-ის მთავარი ლიდერი დააკავეს. პემ ბონდიმ, კაშ პატელმა, ტომ ჰომანმა და კრისტი ნოემმა შესანიშნავი სამუშაო შეასრულეს“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)