|
2025-03-27 16:55:45, 683 ნახვა
პოლიტიკა
ზაზა გოგავა - ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია
შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო - ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია, - ამის შესახებ გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ზაზა გოგავამ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადა აგვისტოს ომზე სასაუბროდაა დაბარებული. მისივე თქმით, მოსახლეობის წინასწარი ევაკუაცია მოწინააღმდეგის პროვოკაციაზე პირდაპირი წაყოლა იქნებოდა. „მე შევთავაზე ოპერაციაში ცვლილება, ანუ თამაში წამოგვეწყო, დაწოლა მოგვეხდინა ცხინვალის მისადგომებთან. ამას ბევრი სამხედრო უყურებს და შტერი უნდა იყო, რომ ცხინვალში თავი შეყო და სამხედრო ოპერაცია ტყუილად დაგეგმო, არაფერში არ გჭირდება. ამის მიზანი იყო ეს, მეტი არაფერი, რომ ის სასიცოცხლო გზა რაღაც დროით ყოფილიყო თავისუფალი, რაც გამოგვივიდა. ეს იყო თავდაცვითი ოპერაცია, მანევრული თავდაცვა ჰქვია ამას - სხვანაირად ამ ოპერაციას ვერ გააკეთებ. ღობესთან თუ მიხვალ, კისერს გადაყოფ და იქით გადაიხედავ... რომ გამოვლენ სამხედრო ექსპერტები, მინდა მივმართო ყველას, შეიძლებოდა იქ გვირაბის ამოკეტვა თურმე და მერე მავნებლები იქიდან არ შემოვიდოდნენ, როცა მსახურობდნენ ჩემამდე შეიარაღებულ ძალებში, მაშინ გაკეთებინათ. ეგ იყო ილუზია. ამ ილუზიებმა ბევრი რამ მანამდე წაახდინა იქ, სანამ ეს ყველაფერი მტერმა მოიფიქრა, დაგეგმა და განახორციელა. [...] ყველა ხეობიდან, რაც კი სოფლებია, ყველა გამოვიდა. ეს იყო ის ძალისხმევა, რაც შეიარაღებულმა ძალებმა გაწია. მათ შორის ქურთადან. ერთი გადმოსავლელი აქვთ ლიახვზე. მეორემ მხარემ 3 დღით ადრე გააკეთა ეს [მოსახლეობის ევაკუაცია]... ეს არის პროვოკაციაზე წაყოლა პირდაპირ. ამას ჰქვია ომისთვის მზადება, მეტი არაფერი. არანაირი ნაბიჯი არ გადადგი იმისთვის, რომ პოზიცია შეგერბილებინა. არ დატოვე არანაირი სასაუბრო პოლიტიკოსების მხრიდან, საერთაშორისო მხრიდან... წავიდნენ ისინი ევაკუაციაზე, წავედით ჩვენ ევაკუაციაზე ... [ეს რომ გამეკეთებინა] აქ არ ვიჯდებოდი ახლა, ჰააგაში დიდი ხნის გასამართლებული ვიქნებოდი. ცეცხლის გახსნის დავალება 23:45-ზე მივიღე. ჩვენ ცხინვალი არ დაგვიბომბია“,- განაცხადა ზაზა გოგავამ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)