|
2025-03-26 16:26:55, 718 ნახვა
მსოფლიო
მარკ რუტე - ჩვენი ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება
ჩვენი ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი ალიანსისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხედ რუსეთი რჩება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ომის ეკონომიკაზე გადადის და ეს მათ მიერ შეიარაღებული ძალების განვითარების უნარზე დიდ გავლენას მოახდენს“, - განაცხადა მარკ რუტემ. მისი თქმით, ნატო-ს რომელიმე ერთ წევრზე თავდასხმის შემთხვევაში ალიანსი მას დაიცავს. „რაც შეეხება პოლონეთისა და ნატო-ს ტერიტორიის დაცვას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს შერჩება, იგი ალიანსის პასუხს მთელი ძალით მიიღებს. ჩვენი პასუხი გამანადგურებელი იქნება. ეს ვლადიმერ პუტინისთვის და ყველასთვის, ვისაც ჩვენზე თავდასხმა სურს, ნათელი უნდა იყოს“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)