|
2025-03-26 14:28:05, 667 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსეთის შეიარაღებული ძალები იცავენ მორატორიუმს ენერგოობიექტებზე თავდასხმებთან დაკავშირებით
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის მიერ გაცემული ბრძანება, რომელიც კრძალავს უკრაინის ენერგოობიექტებზე თავდასხმებს 30-დღიანი მორატორიუმის ფარგლებში, ძალაშია. ჟურნალისტის კითხვაზე, გრძელდება თუ არა მორატორიუმი იმ ფონზე, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 18 მარტიდან უკვე არაერთხელ შეუტია რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, პესკოვმა უპასუხა, რომ შეთანხმება ძალაშია. „პუტინის ბრძანება მორატორიუმთან დაკავშირებით კვლავ მოქმედებს და სრულდება ჩვენი შეიარაღებული ძალების მხრიდან“, – განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა ბრიფინგზე. შეგახსენებთ, როგორც რუსული მხარე აცხადებს, დროებითი მორატორიუმი 18 მარტიდან 30 დღის განმავლობაში მოქმედებს. უკრაინაში კი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა შეთანხმება იმავე დღეს უკვე დაარღვია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)