|
2025-03-25 18:35:36, 844 ნახვა
მსოფლიო
ანკარაში მასობრივი შეკრებები 1-ელ აპრილამდე აიკრძალა
ანკარის გუბერნატორის ადმინისტრაციამ მასობრივი აქციების, შეკრებებისა და მიტინგების ჩატარება 26 მარტიდან 1-ელ აპრილამდე აკრძალა. ამის შესახებ ადგილობრივი ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. „მასობრივი შეკრებები დახურულ სივრცეებსა და ღია სივრცეებში, დემონსტრაციები, მსვლელობები, განცხადებები პრესისთვის, მჯდომარე გაფიცვები, ხელმოწერების შეგროვების კამპანიები, მსგავსი აქციები და ღონისძიებები, ასევე ფლაერების გავრცელება და ბანერების გამოფენა 26 მარტის 00:00 საათიდან 1-ელი აპრილის 23:59 საათამდე აკრძალულია“, – ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში. მანამდე ანკარის, სტამბოლისა და იზმირის ხელისუფლებამ მასობრივ მსვლელობები შეზღუდა. ეს უკავშირდება სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებას, რასაც თურქეთში საპროტესტო აქციები მოჰყვა. ზოგიერთი აქცია დემონსტრანტების პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)