03:17 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 17:45:58, 856 ნახვა

მსოფლიო
მეტე ფრედერიქსენი - დანიაზე მიუღებელი ზეწოლა ხორციელდება, დონალდ ტრამპს გრენლანდია სურს

აშშ-ის დელეგაციის ვიზიტით გრენლანდიასა და დანიაზე ზეწოლა ხორციელდება, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

„ეს ვიზიტი გრენლანდიის საჭიროებებისა და სურვილების შესახებ ნამდვილად არ არის. ამიტომ, უნდა ვთქვა, რომ გრენლანდიასა და დანიაზე მიუღებელი ზეწოლა ხორციელდება, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგობას ერთად გავუწევთ“, - განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, გრენლანდიის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებები სერიოზულია.

„მას გრენლანდია სურს. ამიტომ, ამის ცალკე კონტექსტში განხილვა შეუძლებელია. პირად ვიზიტს სხვა ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ერთად ვერ განახორციელებ“, - აღნიშნა დანიის პრემიერმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში გრენლანდიას აშშ-ის დელეგაცია ეწვევა, რომელსაც ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მეუღლე, უშა ვენსი უხელმძღვანელებს. ასევე, დელეგაციის შემადგენლობაში თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკ უოლცი და ენერგეტიკის მინისტრი, კრის რაითი იქნებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics