|
2025-03-25 16:17:43, 837 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე - არ დავუშვებთ, რომ რეჟიმმა ტერორითა და რეპრესიებით ჩაახშოს პროტესტი, საქართველო გაიმარჯვებს
არ დავუშვებთ, რომ რეჟიმმა ტერორითა და რეპრესიებით ჩაახშოს პროტესტი და სამართალი, საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისივე თქმით, რეჟიმი ცდილობს, პოლიტიკური დევნით, რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებითა და აბსურდული კომისიებით გადაფაროს საკუთარი მარცხი. “არალეგიტიმური და სრულ იზოლაციაში მყოფი ივანიშვილის რეჟიმი მორიგ ფარსს დგამს ე.წ. საგამოძიებო კომისიაში ჩვენი დაბარებით რომელსაც სამი მიზანი აქვს. თვითმარქვია პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაში ჩვენი იძულებით დაბარება ხალხთან პარლამენტის აღიარებისა და ლეგიტიმაციის არგუმენტად გამოიყენოს; არ გამოცხადება გამოიყენოს ჩვენზე რეპრესიებისთვის და შექმნას ჩვენი სისხლის სამართლებრივი წესით დევნის ცრუ საფუძვლები, რისთვისაც რა თქმა უნდა მზად ვართ; საზოგადოების ყურადღება მისივე შექმნილი კრიზისიდან და რეალური პრობლემებიდან სხვა მხარეს გადაიტანოს. შესაბამისად, ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ ფარსში. რეჟიმის მიერ თვითმარქვია პარლამენტში შექმნილი „ქართული ოცნების“ ერთპარტიულ საგამოძიებო კომისიას არანაირი ლეგიტიმური და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, რადგან თავად პარლამენტი და ივანიშვილის რეჟიმი ხალხისა და ცივილიზებული ქვეყნების მიერ არალეგიტიმურად და უკანონოდ არის გამოცხადებული. ივანიშვილს უნდა, თითქმის 20 წლის წინანდელ ამბებზე გვასაუბროს, როცა დღეს რუსთაველზე, მისივე ძალადობის შედეგად, ნაცემი და დაკავებულია ასობით უდანაშაულო მოქალაქე – ადამიანები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან. რეჟიმი იზოლირებული და სანქცირებულია. მას არ აღიარებენ არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ახლა კი ცდილობს, პოლიტიკური დევნით, რეპრესიებით, ცრუ ბრალდებებითა და აბსურდული კომისიებით გადაფაროს საკუთარი მარცხი. არ დავუშვებთ, რომ რეჟიმმა ტერორითა და რეპრესიებით ჩაახშოს პროტესტი და სამართალი, საქართველო გაიმარჯვებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)