|
2025-03-25 15:58:04, 427 ნახვა
პოლიტიკა
ანა დოლიძე საგამოძიებო კომისიის მიერ ხაზარაძე-ჯაფარიძის დაბარებაზე - ამ საქმის ამოცანა პოლიტიკური შურისძიებაა
ეს საქმე, ისევე, როგორც ყველა საქმე, რომელიც ამ შემადგენლობის წინაშე წარდგება, „თეთრი ძაფით“ არის შეკერილი და მისი ამოცანაა ანგარიშსწორება, პოლიტიკური შურისძიება და ჩვენი, როგორც პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობის შეფერხება, - ასე აფასებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი, ანა დოლიძე კოალიციის ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საგამოძიებო კომისიაზე დაბარების საკითხს, სადაც ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს „მაგნატის“ საქმის განხილვა გაიმართა. ანა დოლიძემ პარლამენტში მიმდინარე პროცესს, რომელიც დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესწავლას გულისხმობს „სამარცხვინო პროცესები“, ხოლო პარლამენტს კი „თვითმარქვია პარლამენტი“ უწოდა. ანა დოლიძის თქმით, ეს არის ე.წ. კომისია, რომელსაც სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს „მოგეხსენებათ, რომ ამ თვითგამოცხადებულ პარლამენტში გასაუბრებაზე, გამოკითხვაზე დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, თუმცა აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს შემდეგი - „ძლიერი საქართველოს“ ამოცანა და მიზანი, ამ კოალიციური გაერთიანების შექმნის მიზანი არის ის, რომ საქართველოში ყველა მოქალაქემ ყოველთვის შეძლოს სიმართლის და სამართლიანობის პოვნა, თუმცა ამ ე.წ. კომისიას სამართლიანობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მათ შორის, ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც იღვწოდნენ, რომ ნებისმიერი სისტემის და ხელისუფლების დროს ყველა დაზარალებულმა იპოვოს სამართალი და აღადგინოს საკუთარი ღირსება და უფლებები. ასე უნდა მოხდეს იმ ხალხთან მიმართებაშიც, რომელსაც უფლებები დაერღვა წინა ხელისუფლების დროს. თუმცა, რაც არის ჩვენ წინაშე ეს არც სამართლიანობაა და არც ვინმეს პიროვნული ღირსების ან ქონებრივი უფლებების აღდგენა. ჩვენს წინაშეა პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, რომელიც დღეს წარმოადგენს ივანიშვილის მთავარ ოპონენტ ძალას. ყველას შეგახსენებთ, რომ სწორედ „ძლიერმა საქართველომ“ გაარღვია დამკვიდრებული და ჩამყაყებული ორპოლუსიანობა ამ ქვეყანაში და საქართველოს ამომრჩევლებს მისცა რეალური არჩევანი წარსულსა და მომავალს, ანგარიშსწორებასა და საქმეს შორის, ნგრევას, ჭაობსა და შენებას შორის. სწორედ ამიტომ არის მიმართული ეს აქტი „ძლიერი საქართველოს“ ლიდერების მიმართ“, - განაცხადა ანა დოლიძემ. მან კითხვა დასვა, თუ რატომ „არ დაიძრა ეს საქმე“ 2012-13 წლებში და რატომ არ გამოიძიეს ლევან ლეონიძის ჩივილები, სწორედ 2012-13 წლებში. „რაც მთავარია, რატომ არის დღეს, მაღალ თანამდებობაზე წამოსკუპებული ყველა ის პირი, რომელსაც პირდაპირ მიუძღვის პასუხი მის პატიმრობასა და მის ქონებრივ პრობლემებში. აქ იგულისხმება შსს-ს თანამშრომელიც, მაგრამ მთავარი - მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი, რომელსაც ხელს თვითონ ადებს ხელს და რომელიც დღეს დაწინაურებულია, ის არის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე. მოსამართლე ლომთათიძე, რომელმაც ის პატიმრობაში გაუშვა, რომელიც იმის შემდეგ დაწინაურდა და დღეს არის შუა რგოლის, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)