19:21 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-25 14:42:03, 591 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ დღეს ვართ რეპრესიების ქვეშ მყოფი ერი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტს სიტყვით მიმართა.

ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ პატიმრებზე, ივანიშვილის რეჟიმის საპოლიციო რეპრესიების შესახებ ისაუბრა.

"ახლა საქართველოში კრიზისი მწვავდება, ეს გასცდა უბრალო პოლიტიკურ კრიზის, გასცდა არჩევნების საკითხს, საკითხს, სადაც ოპოზიცია არჩევნებს აპროტესტებს. 

ჩვენ ახლა უფრო სხვა და დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ეს შეიძლება შევაფასოთ, როგორც ეგზისტენციურ გამოწვევად - მმართველი პარტია, რომელმაც მოიპოვა ძალაუფლება თავდაპირველად მხარდაჭერილი იყო საქართველოს საზოგადოების მიერ, რადგან ისინი მოვიდნენ ევროპული მომავლის, რეფორმების პროგრამით, თუმცა 28 ნოემბერს მათ გადაწყვიტეს, რომ უკან წაიღონ ყველაფერი და ზურგი შეაქციონ ერის სურვილს, რომ ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი.

ქართველი ხალხის მოლოდინების მიუხედავად, ისინი ცდილობენ საქართველო უკან, რუსული სტილის მმართველობაში დააბრუნონ - სრული კოშმარი, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბრუნდება 21-ე საუკუნეშიც.

ჩვენ დღეს ვართ რეპრესიების ქვეშ მყოფი ერი - ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები მიჰყავთ პოლიციის განყოფილებებში და გაყალბებულ ბრალდებებს უყენებენ მათ.

აქ, როცა აქ ვდგავარ თქვენს წინაშე ერთ-ერთი ცნობილი ხელოვანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მას, შესაძლოა არაფრის გამო 11 წელი მიუსაჯონ - იმის გამო, რომ ის მშვიდობიანად აპროტესტებდა.

ეს ხელისუფლება იყენებს რუსულ ტაქტიკას - ისინი იარაღად იყენებენ პოლიციას, ძალაუფლებას, მართლმსაჯულებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.

მზია ამაღლობელის საქმე, რომელიც აშუქებდა საპროტესტო მოძრაობას, ასევე სტუდენტები, რომლებსაც ბრალს დებენ, რომ ისინი მონაწილეობდნენ  ჯგუფურ ძალადობაში.

ეს ადამიანები არ არიან კრიმინალები, ისინი არიან უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც სჯერათ დემოკრატიული მომავლის". - თქვა სალომე ზურაბიშვილმა [EuroNews-ის სინქრონული თარგმანი]





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics