|
2025-03-25 12:08:06, 615 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ს ეწვევა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი 25-26 მარტს შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც ამერიკელ კოლეგას, მარკო რუბიოს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. „მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების დროს ყურადღება გამახვილდება სტრატეგიულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება გადაიდგას თურქეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში და მზადება მომავალი ვიზიტებისთვის სახელმწიფოს მეთაურების დონეზე“, - განაცხადეს წყაროებმა მედიასთან საუბარში. მათივე ინფორმაციით, დიპლომატებს შორის განსახილველ მთავარ საკითხებს შორის არის რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი, სირიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ორმხრივი ურთიერთობები თავდაცვის ინდუსტრიის თანამშრომლობის გაღრმავების კონტექსტში. წყაროები აცხადებენ, რომ ჰაკან ფიდანი ხაზს გაუსვამს თურქეთის მზადყოფნას, წვლილი შეიტანოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით აშშ-ის მცდელობებში, რასაც მეომარ მხარეებს შორის მუდმივი სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოჰყვეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)