|
2025-03-25 10:56:06, 795 ნახვა
მსოფლიო
მასკის X უარს ამბობს თურქი ოპოზიციონერებისა და ურნალისტის ანგარიშების დაბლოკვაზე
ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი მრჩევლის, ილონ მასკის სოციალური მედიის კომპანია X უარს ამბობს დააკმაყოფილოს თურქეთის რამდენიმე სასამართლო განკარგულება 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, რომლებიც თურქულ ახალი ამბების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ფიგურებსა და სტუდენტებს ეკუთვნით. "ჩვენ ვეწინააღმდეგებით მრავალ სასამართლო განკარგულებას თურქეთის ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სააგენტოსგან თურქეთის შიგნით 700-ზე მეტი ანგარიშის დაბლოკვის შესახებ, რომლებიც ახალი ამბების ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ ფიგურებს, სტუდენტებსა და სხვებს ეკუთვნით". - წერს X-ის გლობალური მთავრობების საქმეთა ანგარიში. განცხადებაში წერია, რომ X-ზე პირველხარისხოვანია, რომ მომხმარებლებს ისეთი პლატფორმა მიაწოდონ, რომელიც ყველა ადამიანის სიტყვის თავისუფლების დაცვის მიმართ არის ერთგული. "ჩვენ გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება თურქეთის მთავრობის მხრიდან, არა მხოლოდ არაკანონიერია, არამედ ხელს უშლის მილიონობით თურქ მომხმარებელს, მიიღონ ახალი ამბები და ჩაერთონ ქვეყნის პოლიტიკურ დისკურსში". - წერს X. ხოლო განცხადების ბოლოს წერია, რომ "X ყოველთვის დაიცავს სიტყვის თავისუფლებას ყველგან, სადაც ჩვენ ვოპერირებთ".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)