|
2025-03-25 09:11:26, 1230 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც აჭიანურებს ამ ომს
რუსეთი რჩება ერთადერთ აქტორად, რომელიც აჭიანურებს ამ ომს და მასხრად იგდებს, როგორც ჩვენს ხალხს, ასევე გლობალურ საზოგადოებას. იმისთვის, რომ რუსეთს მშვიდობისკენ ვუბიძგოთ, გვჭირდება ძლიერი ნაბიჯები და ძლიერი ქმედებები, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საუდის არაბეთში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. „გუშინ შედგა შეხვედრა აშშ-ს გუნდთან. დღეს აშშ-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ომის გუნდთან, ანუ რუსეთის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ უკრაინისა და ამერიკის გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მალე ველოდები ახალ მოხსენებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, უკრაინა მზად არის, მხარი დაუჭიროს ყველა ძლიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დიპლომატია უფრო ეფექტური გახადოს. „გვჭირდება მოძრაობა რეალური მშვიდობისკენ - გარანტირებული უსაფრთხოებისკენ და ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭირდება - უკრაინაში, ევროპაში, ამერიკაში და მთელ მსოფლიოში - ყველას, ვისაც სურს სტაბილურობა საერთაშორისო ურთიერთობებში. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ყველა ძლიერ ინიციატივას, რომელსაც შეუძლია დიპლომატია უფრო ეფექტური გახადოს და ეს ნიშნავს ზეწოლას, რათა რუსეთს ომის დასრულება ვაიძულოთ. ეს ნიშნავს სანქციებს. ეს ნიშნავს უკრაინის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს საერთაშორისო კოორდინაციას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)