|
2025-03-25 09:08:55, 707 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი - არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის შეწყვეტასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა
ვერაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რა იქნება ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ჩვენ ახლოს ვართ ცეცხლის შეწყვეტასთან. ეს არის ის, რაც მომხიბლავია. არასდროს ვყოფილვართ ცეცხლის სრულ შეწყვეტასთან უფრო ახლოს, ვიდრე ახლა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრიუსმა განაცხადა. “მხოლოდ მხარეებს შორის ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ შეიძლება მხარეებს შორის არსებული უთანხმოებების განხილვა და რა იქნება იმის შემდეგ, როდესაც საქმე ეხება მუდმივ მშვიდობას“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ერთადერთი, რაც გამოიწვევს უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებას, არის მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა საუდის არაბეთში მიმდინარეობს შეერთებული შტატების მონაწილეობით. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერ-რიადში განიხილება მორატორიუმი შავ ზღვაში თავდასხმებზე. „მიზანია მშვიდობიანი სავაჭრო საქმიანობის სრულად აღდგენა. შავი ზღვა, რა თქმა უნდა, ამაში მთავარია“, - აღნიშნა ტემი ბრიუსმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)