|
2016-03-12 16:01:30, 541 ნახვა
საზოგადოება
დიღმის ტყე-პარკში 600 წიწვოვანი ნერგი დაირგო
დიღმის ტყე-პარკში, საგაზაფხულო გამწვანების ღონისძიებების ფარგლებში, 600 წიწვოვანი ნერგი დაირგო. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხე-მცენარეები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად დარგო. აქციაში მონაწილეობდნენ მერის მოადგილეები, საპატრიარქოს, ფონდ „გაამწვანე საქართველოს“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები. ასევე კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულები. მერიის ინფორმაციით, საგაზაფხულო გამწვანების პირველ მასშტაბურ აქციაზე, დიღმის ტყე-პარკში, 7 000 კვ .მ ფართობზე 1,50-2,50 მ სიმაღლის 600 კიპარისისა და კედრის ხე-მცენარე დაირგო. დავით ნარმანიამ გამწვანების აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. თბილისის მერმა დიღმის ტყე-პარკში ის ხეებიც დაათვალიერა, რომლებიც 2014 წელს, საშემოდგომო გამწვანების ღონისძიების ფარგლებში დაირგო. „დღეიდან დედაქალაქში გამწვანების აქტიური ღონისძიებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 80 000-ზე მეტი ხე დაირგვება ქალაქის ცენტრალურ ნაწილსა და მის შემოგარენში. ასევე, დავათვალიერეთ დიღმის ტყე-პარკში ის ხეები, რომლებიც პირველად დაირგო 2014 წლის შემოდგომაზე და ამით დავიწყეთ ქალაქის გამწვანებასთან დაკავშირებით ჩვენი წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირების შესრულება. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ საზოგადოების ჩართულობით გამწვანების სამუშაოებს, რათა ერთად ვიზრუნოთ დედაქალაქის გამწვანებაზე და აუცილებელად შევასრულოთ ის, რაც თბილისის მოსახლეობას დავპირდით. აღსანიშნავია, რომ გათვალისწინებულია დარგული ხეების მოვლა-პატრონობა, მათ შორის მორწყვაც. ამაზე ორი წლის განმვალობაში კონტრაქტორი კომპანიები იზრუნებენ. ყველანაირ პირობას ვქმნით, რომ ხეებმა მაქსიმალურად გაიხაროს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. „საგაზაფხულო რგვები მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. გამწვანების სამუშაოები წინასწარ შერჩეულ ტერიტორიებზე, სპეციალისტების რეკომენდაციებით შემუშავებული გეგმის მიხედვით ტარდება. გაზაფხულზე, ქალაქის მასშტაბით, 80 700 წიწვოვანი და ფოთლოვანი ნერგი დაირგვება. უკვე შერჩეული რამდენიმე ლოკაცია: მახათას მთის მიმდებარედ 15ჰა ფართობი, ოქროყანაში - გამხმარი და დაავადებული ხეებისაგან გამოთავისუფლებული ტერიტორია, დიდი დიღმისა და ქალაქის შიდა, პარკ-სკვერებისა და ცენტრალური ქუჩების მიმდებარე ტერიტორია. დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. 2016 წელს თბილისის მასშტაბით დაგეგმილია 180 000 ნერგის დარგვა. 100 000 ხე-მცენარე, შემოდგომაზე, სეზონური რგვების ფარგლებში დაირგვება. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, პროექტის "ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან" ფარგლებში, გეგმავს ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების მორიგ შეხვედრას ქ. თბილისის მერთან, ბატონ დავით ნარმანიასთან. შეხვედრაზე მერიის მხრიდან გაკეთდება პრეზენტაცია 2015 წლის შედეგებისა და 2016 წელს დაგეგმილი აქტოვიბების შესახებ. შეხვედრის ფორმატიდან გამოდინარე, კომპანიებს საშუალება ექნებათ პირდაპირი დიალოგის/დისკუსიის რეჟიმში დასვან კითხვები მათთვის საინტერესო თემების შესახებ“, - აცხადებენ მერიაში.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)