|
2025-03-25 09:05:16, 591 ნახვა
მსოფლიო
პოლიციამ სტამბოლში საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელ X-ზე იუწყება. „ჩვენმა პოლიციამ 43 პროვოკატორი დააკავა. სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად სამუშაოები გრძელდება“, - წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი. შეგახსენებთ, გასული კვირის ოთხშაბათს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტის, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ გუშინ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 1 133 ადამიანი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)