|
2025-03-24 20:40:55, 858 ნახვა
მსოფლიო
ერდოღანი - საპროტესტო აქციები ძალადობრივ მოძრაობაში გადაიზარდა
საპროტესტო აქციები ძალადობრივ მოძრაობაში გადაიზარდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. „ეს მოძრაობა ნამდვილ ძალადობაში გადაიზარდა. ყველა, ვინც ამ ქაოსის პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ თურქეთის მოქალაქეების პროვოცირება უნდა შეწყვიტოს. „ოპოზიციის სპექტაკლი დასრულდება და მათ შერცხვებათ იმ ზიანის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიაყენეს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პოლიციამ 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის სტამბოლის მერი, თურქეთის ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წევრი ექრემ იმამოღლუ დააკავა. იმამოღლუს, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ მეტოქედ მიიჩნევენ, დაკავების შემდეგ ბრალი კორუფციაში ოფიციალურად წაუყენეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას ცნობით, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ თურქეთში 1133 ადამიანი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)