|
2016-03-12 15:14:30, 2226 ნახვა
სპორტი
მიროტაძე გავრცელებულ კადრებზე: თუ აქ რაიმე პოლიტიკური კვალია, პასუხისგება ორმაგად უნდა მოხდეს
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედონ სამართალდამცავებმა, რომ მოხდეს კრიმინალის გამოვლენა და დასჯა“, - ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში სოციალური ქსელით გავრცელებულ პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებთან დაკავშირებით განაცხადა. მიროტაძის თქმით, ასეთი ტიპის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ კანონმდებლობაში სანქციების გამკაცრებაა საჭირო. „კონკრეტული სახელის და გვარის თქმა რა თქმა უნდა გამიჭირდება, მაგრამ ვინც არ უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მგონია, რომ ნორმალური იყოს. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ველოდები, რომ რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ სამართალდამცავმა ორგანოებმა და მოხდეს ამ კრიმინალის გამოვლენა და შესაბამისად დასჯა. არ შეიძლება ადამიანები ასე უხეშად ერეოდნენ სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში“,-აღნიშნა მიროტაძემ. „ექსპრესნიუსის“ კითხვაზე თუ რას შეიძლება უკავშირდებოდეს აღნიშნული ფაქტი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მისი პოზიციებიდან გამომდინარე, არ აქვს უფლება მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე ისაუბროს. „ჩემი პოზიციებიდან გამომდინარე არ მაქვს უფლება მტკიცებულებების და ფაქტების გარეშე რამე ვთქვა. ყველაფერს შეიძლება ეს უკავშირდებოდეს. ამიტომ საჭიროა, ძალიან სწრაფად გამოძიების დასრულება, კონკრეტული მტკიცებულებების და ფაქტების დადება, რომ ვიცოდეთ რას შეიძლება ეს უკავშირდებოდეს. რასაც არ უნდა უკავშირდებოდეს, მითუმეტეს თუ უკავშირდება პოლიტიკურ შეხედულებებს და თუ აქ რაიმე პოლიტიკური კვალია, მითუმეტეს, ორმაგად უნდა მოხდეს პასუხისგება“, - განაცხადა მიროტაძემ. ამასთან, როგორც მიროტაძემ აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოებამ დროული რეაქცია და პროტესტი გამოხატა. „ორი დღეა ვფიქრობ, ხომ არ არის საჭირო სანქციების გამკაცრება კანონმდებლობაში ასეთი ტიპის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ. იმიტომ რომ მგონია, ეს არის მძიმე მძიმე დანაშაულს მიკუთვნებული კატეგორია. მე აუცილებლად ვიფიქრებდი და დავაყენებ ამ საკითხს, რომ ამ ნორმის გამკაცრება მოხდეს. უფრო მძიმე სასჯელით დაისაჯონ ის ადამიანები, ვისაც ხელი წაუცდებათ და ვისაც ცდუნება გაუჩნდება, რომ ოდესმე ვინმეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაავრცელოს. ძალიან ამაყი ვარ, ვუსმენ და ვუყურებ სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს ამ ყველაფრის წინააღმდეგ და მიმაჩნია, რომ ეს იყო აბსოლუტურად სწორი და დროული რეაქცია ამ ბინძურ კადრებზე“, - დასძინა მიროტაძემ.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)