|
2025-03-24 16:22:02, 479 ნახვა
მსოფლიო
კარასინი - რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებზე ყველაზე სერიოზული პრობლემები განიხილება
რუსეთისა და შეერთებული შტატების ექსპერტთა ჯგუფებს შორის ერ-რიადში მიმდინარე მოლაპარაკებებზე ყველაზე სერიოზული პრობლემები განიხილება, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წევრმა გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მოლაპარაკებები სრული ტემპით მიმდინარეობს. კითხვაზე, არის თუ არა მხარეებს შორის რაიმე ურთიერთგაგება, კარასინმა უპასუხა: „როგორ შეიძლება არ იყოს, თუ უკვე ამდენი ხანია - სამი საათია - ვსხედვართ და სერიოზულ პრობლემებზე ვსაუბრობთ. ასე რომ, ვაგრძელებთ ამ საუბარს“. რაც შეეხება კითხვას, შესაძლებელია თუ არა რუსულ-ამერიკული შეხვედრები ექსპერტების დონეზე კიდევ გაიმართოს, კარასინმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით დაიგეგმება. „ჩვენ ჯერ არ დაგვიმთავრებია. მოიცადეთ, მოგვიანებით დავგეგმავთ“,- განაცხადა კარასინმა. შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში, სასტუმრო Ritz-Carlton-ში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს. რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა. აშშ-ის მხრიდან კი მოლაპარაკებებში ჩართულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)